კანაფის კულტივაციისას დამხმარე მწერები

არ გეჩვენება და არც პოსტის სათაურია შეცდომა — არსებობენ მწერები, რომლებიც მებაღეს კულტივაციისას ხელს არ უშლის და არც მცენარეს ვნებს, პირიქით — არსებობენ ისეთი მწერებიც კი, რომელიც ძალიან ბენეფიტურია კანაფის სასიცოცხლო ციკლისთვის.

ძალიან დიდი თავის ტკივილია, თუ შენს მცენარეს არასასურველი სტუმრები ყავს. მათი მოშორება ხშირად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რაღაც მომენტში კი — მცენარის დაუზიანებლად შეუძლებელიც კი ხდება. თქვენი ბაღისთვის სწორი მწერების გაცნობა მოქმედებს როგორც დამცველი ფარი მცენარეთათვის. ისინი უმრავლეს შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევენ მავნებელი მწერების არმიებს და მოქმედებენ მილიტარისტული სიზუსტით თქვენი მცენარის დაცვისას. რაც ყველაზე კარგია, ასეთი დამცველი პაწაწინა არსებები აქრობენ შეწამვლის აუცილებლობას და თქვენი მცენარის სიჯანსაღე დაურღვეველი რჩება მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

რომელი მტაცებელია თქვენთვის საუკეთესო?

ჩვეულებრივ, საფრთხეები განსხვავდება კლიმატის მიხედვით. მაგალითად, ის საფრთხე, რაც გურიაში არსებობს, არ იარსებებს კახეთში, რადგან გურიაში გაცილებით უფრო ნესტიანი ჰავა და კლიმატია, ვიდრე კახეთში ან აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, შესაბამისად, აუცილებელია კვლევა ჩაატაროთ თქვენს რეგიონში არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით და ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილებები.

ჭიამაია

ეს ულამაზესი, ფერადი არსება არა მხოლოდ ლამაზია, არამედ უდიდეს იარაღია მებაღისთვის. ზრდასრული ჭიამაია ებრძვის, ჭამს და ანადგურებს ისეთ მავნებელ მწერებს, როგორიც არის ტილი და ბუგრი. ის ასევე ებრძვის ჩრჩილებს, ტკიპებს, ფარიანებს, ხოჭოებს და სხვა მავნებელ მწერებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოუსწორებლად დააზიანონ თქვენი მცენარის ერთიანობა. ჭიამაია აუცილებელი ატრიბუტია თქვენი ბაღისთვის!

საუკეთესო მეთოდი ჭიამაიას პოპულაციის გასაზრდელად თქვენს ბაღში არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ გაჩერების სურვილი ექნებათ. ამიტომ გირჩევთ ბაღის გარშემო დარგოთ შემდეგი მცენარეები:

  • პატარა ევრაზიული მცენარე
  • გულყვითელა
  • კამა
  • ქინძი

მტაცებელი ტკიპები

ზოგიერთი ტკიპა შესაძლოა კატასტროფა იყოს თქვენი მცენარისთვის, თუმცა არა მტაცებელი ტკიპები. ისინი ებრძვიან ყველა მებაღის უნივერსალურ პრობლემას — სპაიდერებს (ობობის ტკიპებს), რომელმაც შესაძლოა სრულად გაანადგუროს თქვენი მცენარე და ის გამოყენებისთვის უვარგისი გახადოს!

თუ მტაცებელ ტკიპას შემოსევის ადგილას მიიყვან და 1–2 დღეს დაელოდები, შედეგს თავად ნახავ! უმრავლეს შემთხვევაში ისინი სპაიდერებისგან სრულად გაგათავისუფლებენ, თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მტაცებელ ტკიპას ძალიან პატარა სიცოცხლის ციკლი აქვს, ამიტომ ფრთხილად.

გირჩევთ თქვენი მცენარის გარშემო პიტნა დარგოთ, რათა ეს უსაყვარლესი არსებები მოიზიდოთ.

რჩევა: პიტნა დარგეთ ქოთანში და არა მიწაში.

მწვანე ოქროსთვალა

მწვანე ოქროსთვალა არაერთ საფრთხეს ებრძვის მცენარის გარშემო. ის გამოიყენება არა მხოლოდ კანაფის, არამედ სხვა სასოფლო მეურნეობების დასაცავადაც. ოქროსთვალა ებრძვის: ტრიპსებს, ფრთათეთრებს, ბუგრებს, ფარიანებს, სპაიდერებს, ჭრიჭინას და სხვ.

ისინიც ჭიამაიებივით კვერცხებს დებენ მავნებლების კოლონიებში, რადგან ახალშობილებისთვის საკვები მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. მათი ლარვები ყველაზე სასარგებლოა მცენარის დაცვისთვის, თუმცა ისინი მალევე უნდა გამოუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვერპლის გარეშე ისინი ერთმანეთის ჭამას დაიწყებენ. მათი მოშენება მიწის ზევით, ჭიებისგან მოშორებით უნდა დაიწყოთ, რადგან ჭიები ოქროსთვალას ლარვის პირველი მტრები არიან.

ოქროსთვალა მოვა, თუ ბაღჩაში დარგავთ შემდეგ მცენარეებს:

  • კამა
  • ცერეცო
  • ქინძი
  • მზესუმზირა

ჩოქელა

ამ მტაცებელ მწერს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ მებაღის სპეცრაზმი! მას შეუძლია საუკეთესო ჯარისკაცი იყოს გარე გროუინგისას. უდიდესი დისციპლინის მქონე მტაცებელ ჩოქელას შეუძლია რამდენიმე საათი იჯდეს მცენარეზე კუნთის გაუტოკებლად და მსხვერპლს დაელოდოს.

ჩოქელა სადილობს მუხლუხოებით, ბუგრებით და ფრთათეთრებით. მათი სასიცოცხლო ციკლი საკმარისია თქვენი მცენარის 1 წლიანი დაცვისთვის! რამდენიმე მტაცებელი ჩოქელას ბაღჩაში გაშვება გარანტირებულს ხდის თქვენი მცენარეების დაცულობას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ჩოქელას იზიდავს:

  • რეჰანი
  • როზმარინი
  • ლავანდა

სასარგებლო არა მტაცებელი მწერები

ყველა სასარგებლო მწერი მტაცებელი როდია. ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ არასასურველი მწერების მოსანადირებლად, არამედ მიწის გასანოყიერებლად, ნიადაგის გასასუფთავებლად და ბაღჩის გარშემო ბიომრავალფეროვნების გასაძლიერებლად გამოიყენება.

ჭიაყელა

თავმდაბალი ჭიაყელა მებაღის კარგი მეგობარია. ნიადაგის აერაციის გზით, ჭიაყელებს შეუძლიათ გააუმჯობესონ წყლის დრენაჟი, დაშალონ ორგანული ნივთიერებები და დაეხმარონ მიწას საკვები ნივთიერებების გამომუშავებაში, რაც მცენარის ქვეშ ნიადაგის მეტად განაყოფიერებას უწყობს ხელს.

ხის ჭია (Armadilidiidae)

იფიქრეთ ხის ჭიაზე, როგორც დასუფთავების და დეზინფექციის გუნდზე. ამ პატარა, არმადილოს მსგავს მეომრებს, სეგმენტირებული ჯავშნით, შეუძლიათ უდიდესი სარგებელი მოუტანონ მცენარის ეკოსისტემას.

ღორმუცელა ხის ჭია ყველაფერს ჭამს, რაც გზაზე გადაეღობება. მკვდარი მცენარეული ნივთიერებებიდან და ფოთლების ნარჩენებიდან, მკვდარ მწერებამდე. ისინი ასევე დიდი მონდომებით ჭამენ მცენარის ფოთოლზე დაყრილ კვერცხებს, რაც მათ დიდ აქტივად აქცევს თქვენი ბაღჩისთვის.

მავნებლების მომრავლებასთან ერთად, აუცილებელია მათთან გამკლავების მეთოდები ვიცოდეთ.

ყველას გისურვებთ საუკეთესო გროუს :)

--

--

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store